ქურასბედიანი ირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქურასბედიანი ირმა''' − (1969), პოეტი. დაიბადა სოფელ ხოფურში (ლენტ...) |
16:31, 18 აპრილი 2022-ის ვერსია
ქურასბედიანი ირმა − (1969), პოეტი. დაიბადა სოფელ ხოფურში (ლენტეხი). 1986 წელს დაამთავრა სოფელ რცხმელურის საშუალო სკოლა. აქვს თეატრალური განათლება. მუშაობს აფხაზეთის ჟიული შარტავას სახ. №6 სკოლაში პედაგოგად. გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული.
- * * *
- თვით არ ვიცით რა გვაწუხებს,
- რა იარა, რა ტყვია.
- მგონია რომ ყველაფერში
- სიყვარული გვაკლია.
- ეხეთქება წუთი დღეებს,
- ყინულიან-ზამთრიანს,
- გაზაფხულის მოლოდინში
- სული ყელში გაგვჩრია.
- ვინ მოირგოს ვაჟკაცობის
- და სიმართლის მანტია.
- მგონია რომ სამართალი
- ქვეყანაზე არც კია.
- ვერ გაიგებ ქვეყნის ბედი,
- გულზე რომელს ატყვია
- სახეს ნიღბად აფარებენ,
- ქცევას ყალბს და საქმიანს.
- თავში ვიხლი ნეტავ რისთვის,
- რომელიმე პარტიას,
- თუ ვიცი რომ მას ამ ქვეყნის,
- სიყვარული აკლია.
- მომკალით და ვერ ვირწმუნებ,
- კაცს ლაჩარს და ლაქიას.
- როცა ვიცი მას შარვალი,
- ზრდილობისთვის აცვია.
- გადარჩენის მოლოდინი,
- მგონია რომ ფარსია,
- რადგან ყველას მხოლოდ ერთი
- სიყვარული გვაკლია.