ყიფიანი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყიფიანი ლევან“ გადაიტანა გვერდზე „ლევან ყიფიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლევან ყიფიანი“ გადაიტანა გვერდზე „ყიფიანი ლევან“ გადამისამარ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:39, 19 აპრილი 2022 მდგომარეობით
ყიფიანი ლევან – (1863 – 1936), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი (დიმიტრი ყიფიანის ძმის ქაიხოსროს შვილიშვილი). სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ – პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სრული კურსის დასრულება ვერ შეძლო, ოჯახურ გარემოებათა გამო (მამის გარდაცვალება, უსახსრობა), იძულებული შეიქმნა ნაადრევად დაბრუნებულიყო სამშობლოში. ლევან ყიფიანი, საერთოდ, რუსულად წერდა და ძირითადად რუსულ პრესაში თანამშრომლობდა, სადაც ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ თხზულებებს, ლიტერატურულ და თეატრალურ რეცენზიებს...