ჯაჭვლიანი ბორენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯაჭვლიანი ბორენა''' – (1947 – 2003), ქართველი პოეტი. გა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაჭვლიანი ბორენა“ გადაიტანა გვერდზე „ბორენა ჯაჭვლიანი“)

23:20, 22 აპრილი 2022-ის ვერსია

ჯაჭვლიანი ბორენა – (1947 – 2003), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „მინდვრის სიზმარი“ (1979), „დღეების ხეივანი“ (1984), „რა დამრჩა შენგან“ (1990), ლექსები (1998), ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციაში.


არ მინდა
არ მინდა ამ ლექსს გამოჰყვეს სევდა,
სიხარულისთვის ვწერდი და ვრთავდი...
ვწერდი და ვრთავდი, და მაინც, ვხედავ,
ყოველ სიტყვიდან მოჟონავს დარდი.
მიდიან... დღეებს ოქროცურვილი
შემოვლებია შენზე ოცნება...
კენჭივით ფსკერზე გდია სურვილი
და ჩემი მხრები ლოდინით თბება.
ეს სექტემბერიც გადავა მალე,
ჩამოიღვრება თაფლივით დარდი
და ნაღვლიანი ფერები თვალებს
გაახსენებენ – როგორ მიყვარდი...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები