ჩერქეზიშვილი ნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკა ჩერქეზიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ჩერქეზიშვილი ნიკა“ გად...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჩერქეზიშვილი ნიკა''' − (1981), დაიბადა [[თბილისი|თბილისში]] | + | [[ფაილი:Nika cherqezishvili.JPG|thumb|ნიკა ჩერქეზიშვილი]] |
| + | '''ჩერქეზიშვილი ნიკა''' − (1981), ეკონომისტი, პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 2004 წელს დაამთავრა [[ივანე ჯავახიშვილი]]ს სახელობის [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული, სახელწოდებით - „მივტრიალდეთ“. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:08, 26 აპრილი 2022 მდგომარეობით
ჩერქეზიშვილი ნიკა − (1981), ეკონომისტი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული, სახელწოდებით - „მივტრიალდეთ“.
- მარა
- შენი სახელია - მარა,
- შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,
- როცა ცას ღრუბელი ფარავს,
- ანუ,
- როცა ცივა ცაში,
- ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.
- შენი სახელია - მარა,
- ჩემი ცოლი ხარ და როცა,
- სულში მივარდება ქარი
- და ჭუჭყით მევსება ხორცი,
- არასოდეს მტოვებ მარტო.
- შენი სახელია - მარა,
- მზისკენ გაქცეული მკერდით
- ათას საიდუმლოს მალავ
- და შენს აღმოსავლურ კერტებს
- რკალავს ჩრდილოეთის ქარი.
- შენი სახელია - მარა,
- ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი,
- ნეკნი, არ ვიცი და მალა
- ხერხემლის, როცა ხარ სახლში,
- ქუჩას ეფინება შუქი.
- შენი სახელია - მარა,
- ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,
- არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,
- გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი
- ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.