ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (პოეტი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ქაიხოსრო ჩოლო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (პოეტი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ჩოლოყაშვილი ქ...) |
14:19, 26 აპრილი 2022-ის ვერსია
ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო − (მე-16-17 სს) იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მოურავი თეიმურაზ I-ის კარზე. შაჰ-აბასის ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ქაიხოსრო რუსთველის ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში „ომაინიანი” მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. „ომაინიანი” საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.