ციგროშვილი ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ციგროშვილი ირაკლი''' − (1940 − 2014), პოეტი. დაიბადა სოფელ არახიჯაში...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციგროშვილი ირაკლი“ გადაიტანა გვერდზე „ირაკლი ციგროშვილი“)

13:20, 27 აპრილი 2022-ის ვერსია

ციგროშვილი ირაკლი − (1940 − 2014), პოეტი. დაიბადა სოფელ არახიჯაში (დუშეთი, ფშავი). არის ჯარჯი ფხოველის ძმა. გამოცემული აქვს კრებულები „სინანული `ფოთოლცვენისა”, „რომ არა ჩემი ცირცლები”, „სამზეო ვნახე”.


ცა გაიხსნება
ვკითხულობ, ვწერ და ფიქრების
ციხეს ვაშენებ თითქოსდა...
ამ ქოხში ღამის ფრინველმა
თვალები ამომიკორტნა...
მწირის ვახშამიც ვიგემე,
სიზიფეს ლოდიც მიმქონდა!
ხან თუ გამკენწლა ვარამმა,
პატარა ლხინიც იყო და
სხვა რა ვქნა? გათენდება და
ცა გაიხსნება სტრიქონთა!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები