ციციშვილი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ციციშვილი ნოდარ''' − მე-17-18 საუკუნეების პოეტი. პოეტის მამა დიდ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციციშვილი ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ ციციშვილი“)

14:07, 27 აპრილი 2022-ის ვერსია

ციციშვილი ნოდარ − მე-17-18 საუკუნეების პოეტი. პოეტის მამა დიდ როლს თამაშობდა XVII ს. ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში, თავად პოეტიც ერთხანს ირანში მოხვედრილა, სადაც ძირფესვიანად გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. მას ეკუთვნის ვრცელი პოემა „ბარამგურიანი” ანუ „დიდი ბარამიანი”, რომელიც როსტომ მეფის მეუღლეს, დიდ მეცენატს მარიამ დედოფალს მიუძღვნა. მასში. კერძოდ აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბარამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი. პოემა დაწერილია შაირით, იგრძნობა რუსთველის დიდი გავლენა.


* * * („ბარამგურიანიდან”)


სიბრძნე ბაღია კაცისა,
ხე-ხშირი, მსხმოვიარები,
ბაღისა ვარდი ლექსია,
მკითხველნი − მობაღნარები;
იტყვის ყოველი მოლხინე,
ყრმა ვინ არს, თუნდა ბერები:
„ბაღჩათა შიგან ამოვა
ყვავილი ფერად-ფერები”.
რას ვაგრძელებ? არას მარგებს
მელექსეთა ცუდთა დევნა,
რადგან ვსთხოვე შემოქმედსა
ლექსთა თქმისა მე შეწევნა,
აწღა უნდა ენა-ტკბილად
მრავალ-გვართა ლექსთა ლევნა,
ამო არის სასმენელად
მიჯნურთ შეყრა, კოცნა, ხვევნა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები