ძველაია მურმან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ძველაიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:27, 27 აპრილი 2022 მდგომარეობით
ძველაია მურმან − (1935 − 2012), პოეტი. დაიბადა აბაშის რაიონში. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გალის რაიონში გადავიდა და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად პირველი გალის საშუალო სკოლაში. ამასთანავე წერდა ლექსებს. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე გამოსცა პოეტური კრებულები: „მონატრება“, „მწიფე ველები”, „ზღვა და გული“, „სიმღერის სიმწვანე“. აფხაზეთის ომის შემდეგ მურმან ძველაიამ მშობლიური კერა არ მიატოვა, მეუღლესთან ერთად იქ დარჩა და პირველი გალის ქართულ სკოლაში მუშაობა გააგრძელა. ომის საშინელებებითა და მაინც სიამაყით სავსე სამყაროთი თბილისში ჩამოდიოდა და იქ დაწერილ ლექსებს წიგნებად კრავდა.
- მოტაცებული მთავრის დაბრუნება
- კონსტანტინე გამსახურდიას
- მოტაცებული მთავრის დაბრუნება
- ამდენი ვნებით გული გაბრუვდა,
- ჯიხვთა საბუდარს მზე აქვს ჩაწნული,
- მთვარე დაბრუნდა, მთვარე დაბრუნდა −
- მთვარე უბიწო უბე ქალწულის.
- მძინარე რწმენა უნდა ავყარო,
- რწმენა − გამოღმით, რწმენა − გადაღმით.
- ელვა გაკრთება სამურზაყანოს −
- აჩიგვარული ცხენის მათრახი...
- მთვარე ენგურის ფრთაზე კიდია,
- ტალღებს ეხლება ფიქრი ხიზანი.
- მთვარე წყნარია, მთვარე მშვიდია,
- მთვარე − მსოფლიოს თეთრი სიზმარი.