წვეროშვილი ალექსი
(ახალი გვერდი: '''წვეროშვილი ალექსი''' − (1878 − 1942), ალექსი წვეროშვილი, რომელიც ფშ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წვეროშვილი ალექსი“ გადაიტანა გვერდზე „ალექსი წვეროშვილი“) |
13:32, 28 აპრილი 2022-ის ვერსია
წვეროშვილი ალექსი − (1878 − 1942), ალექსი წვეროშვილი, რომელიც ფშაური პოეზიით დაინტერესებულ პირთათვის ფრუშკას სახელით არის ცნობილი და რომელიც შესანიშნავ კაფიებში საკუთარ თავს ქოთილას თიკუნითაც მოიხსენიებს, დიდად პოპულარული მელექსეა. ეს ის ფრუშკაა, რომელმაც პირისპირ
შეხვედრისას ვაჟა-ფშაველას უთხრა: „მე უბრალო მოლექსე ვარ, პოეტებთან რას გავხდებიო”, მაგრამ სხვა დროს ისიც უთქვამს:
- არა მაქვ საწერ-კალამი,
- არ ვაღლეინებ მაჯასა,
- მაგრამ არ დაუვარდები
- რაზიკაშვილსა ვაჟასა.
ალექსი წვეროშვილი დაიბადა 1878 წელს, თიანეთის რაიონის სოფელ სოფლიონში. წერაკითხვა ბავშვობაშივე უსწავლია. თითქმის ზეპირად სცოდნია „ვეფხისტყაოსანი”. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაწვეული იყო მეფის არმიაში. 7 წელი გაატარა ტყვეობაში ქ. მიუხენში. წერდა რუსულ და გერმანულ ენებზე. 1921 წელს დაბრუნდა სამშობლოში. შრომობდა და თან საუკეთესო კაფიებსა და ლექსებს ქმნიდა. 1939 წელს დასახლდა ლაფანყურში, სადაც 1942 წელს გარდაიცვალა.
- * * *
- ღმერთო და ჩემო გამჩენო,
- ჩემფერა ბევრი გყოლია.
- ცოდვები შემიმსუბუქე
- სამარეს ჩასაყოლია.
- ძე არვინ დამრჩა, მამგონე,
- გაქრა ცეცხლი და ბოლია.
- სამზეოს გამოვესალმე,
- სიკვდილს ვერავინ ჰბრძოლია,
- დამბადებელო, მანიჭე
- განათლება და ცხონება,
- მიმკვიდრე სასუფეველი,
- შემიმსუბუქე გონება.