გოგებაშვილი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იაკობ გოგებაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გოგებაშვილი იაკობ“ გად...)
(წყარო)
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:საბავშვო მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]

14:38, 28 აპრილი 2022-ის ვერსია

იაკობ გოგებაშვილი

გოგებაშვილი იაკობ – (1840-1912), ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი), ღარიბი მღვდლის ოჯახში, 1861 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი – კიევის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1864) იგი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1968 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს. იაკობ გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სასკოლო სახელმძღვანელოები: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” (1865); „ბუნების კარი” (1868); „დედა ენა” (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინცი პებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის სახელმძღვანელოები.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია.მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტიორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს,მისი მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა” (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: „ნობათს”, „ჯეჯილსა” და „ნაკადულს”. იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.


მოწვევა სწავლაზე
ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი,
დაურჩი დედაშენსაო;
საქმე რომ არა გქონდეს რა,
ჩამოირბინე ჩვენსაო;
გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ბევრსაო;
გიმღერებ და შენც გამღერებ,
ლექსებს გასწავლი ძველსაო

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები