ჩაჩავა ნიკოლოზ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
[[კატეგორია:ჩაჩავები]] | [[კატეგორია:ჩაჩავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:03, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით
ჩაჩავა ნიკოლოზ − (1901 − 1974), ქართველი პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის მეორე ვაჟთა გიმნაზია. სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1911 წლიდან ითვლებოდა ქართველი ფუტურისტების ჯგუფის წევრად (იყო ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი დამაარსებელი) 1922 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი H2SO4, შემდეგ კი − 1927-28 წლებში ჟურნალი „მემარცხენეობა”. მისი პირველი ლექსი ქუთაისში დაიბეჭდა ახალგაზრდების ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში”; მისი ძირითადი პოეტური კრებულებია: „სიცოცხლეს ვუმღერ” (1950), „სადაც ვშობილვარ” (1958), „ცისა და მიწის” (1962), „რაც განმიცდია” (1962), „ამ ქვეყანაზე” (1964), „მე ისევ ვცოცხლობ” (1975); მისი საბავშვო ლექსები, პოემები და პიესები მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად: „რატომ ვერ აგებს ჩხიკვი კარგ ბუდეს” (1945), „ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს” (1947), „ზანგი გოგონა” (1951), „ვითამაშოთ ერთად” (1966), „ზარმაცი ბიჭის ამბავი” (1971), „მზეო ამოდი, ამოდი” (1975). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- შენს ფანჯარასთან
- როგორც შევატყე შენს ალეანდრებს
- დილა დააჩნდა ყველაზე ადრე.
- თითქოს ფერწასულს ფერი მიეცა
- შენს ახლომახლო აკაციებსაც.
- დილა უმწიკვლო და დილა სუფთა
- შენს კარმიდამოს მოედო სულ მთლად
- და ფანჯარასთან მომღერალ ფრინველს,
- გასაოცარსა და გასაკვირველს
- მე შენ მაგიერ მადლობა ვუთხარ!