ჭავჭავაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Aleqsandre WavWavaZe.JPG|thumb|ალექსანდრე ჭავჭავაძე]]
+
[[ფაილი:Aleqsandre WavWavaZe.JPG|200პქ|thumb|ალექსანდრე ჭავჭავაძე]]
 
'''ჭავჭავაძე ალექსანდრე''' − (1786 − 1846), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი, პოეტი, სამხედრო პირი.   
 
'''ჭავჭავაძე ალექსანდრე''' − (1786 − 1846), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი, პოეტი, სამხედრო პირი.   
  

16:06, 28 აპრილი 2022-ის ვერსია

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ჭავჭავაძე ალექსანდრე − (1786 − 1846), ქართველი მთარგმნელი, პოეტი, სამხედრო პირი.

დაიბადა პეტერბურგში (რუსეთი). ცხრა წლის ასაკში მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1808 წელს ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება. პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ მან დიდ სამხედრო ოპერაციებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. ალ. ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც. მასვე ეკუთვნის ნაშრომი საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე.


1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხნენ, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალექსანდრე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.


სიყვარულო, ძალსა შენსა
სიყვარულო, ძალსა შენსა
ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად,
ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს,
შენგან ბრძენი ხელად რებდეს
და ბულბულსა რად ეძრახვის,
რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სიყვარულო, ძალსა შენსა
ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის:
ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი,
ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად,
ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
შენის უღლისგან გამოსვლა
ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი,
ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა,
იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მასში სიბნელეც
არსით ერევის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები