ხუროძე დავით
(ახალი გვერდი: '''ხუროძე დავით''' − (1928 -2000), ქართველი პოეტი, მწერალი,...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | [[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
[[კატეგორია:ხუროძეები]] | [[კატეგორია:ხუროძეები]] | ||
13:47, 2 მაისი 2022-ის ვერსია
ხუროძე დავით − (1928 -2000), ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957 წლიდან კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, − გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში. პირველი ლექსი 1939 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ინდუსტრიულ ქუთაისში“, პირველი წიგნი − საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული „ოქროს ხელები“ − 1957 წელს. გამოცემული აქვს ლირიკული ლექსების კრებულები: „მთების ბალადა“ (1973), „მოთიბული ვარსკვლავები” (1979, საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებული. მისი ლექსი „მინდა დიდი გავიზარდო“ წლების მანძილზე იყო შეტანილი დედაენის სახელმძღვანელოში. 1985 წელს გამოსცა ნოველების წიგნი „ნუ გაფრინდებით!..“ სიცოცხლის ბოლო პერიოდში - „სევდიანი ნოველები.“ დავით ხუროძის საბავშვო პიესები წარმატებით იდგმებოდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში.
- * * *
- ჩვილი ხელები, წვიმის ღვარები...
- ამ მოგონებას მე ვეფერები.
- ტკბილო ოცნებავ, სულ მეყვარები!
- რა შორს წასულან ჩვენი ნავები,
- პატარა ნავები, ქაღალდის ნავები...