ჯავახიშვილი ეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯავახიშვილი ეკა“ გადაიტანა გვერდზე „ეკა ჯავახიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეკა ჯავახიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ჯავახიშვილი ეკა“ გადამის...)

15:15, 2 მაისი 2022-ის ვერსია

ჯავახიშვილი ეკა − (1976), პოეტი, დაიბადა დედოფლისწყაროში; 1993 წელს დაამთავრა სოფელ არბოშიკის საშუალო სკოლა. 1993-98 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ინგლისური ენა და ლიტერატურა). 2009 წლიდან არის დედოფლისწყაროს მწერალთა გაერთიანება „ფიროსმანის” წევრი. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული: „სიყვარულის ქარცეცხლი” და „თითქოს უშენოდ არ მიცხოვრია”. ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში.


* * *
ხან ჩაიქირქილა ქარმა, ხან იცინა,
პასუხიც ვერ გამცა, „ხო”-ცა და „არა”-ცო
და მერე გვირილამ გამანდო, იცი, რა? −
ნუ დარდობ, უყვარხარ, ძალიან თანაცო.
საწვიმარ ღრუბლებს ცა თვალებში მისხამდა
და უცებ გვირილამ ღიმილით ამავსო,
სიყვარულს გული გრძნობს, მიენდე მის ხმას და
რას უსმენ ნეტავი ქარს, ჭორიკანასო?!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები