ჰელიმიში ჰასან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰასან ჰელიმიში“ გადაიტანა გვერდზე „ჰელიმიში ჰასან“ გადამისამ...)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ლაზი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ლაზი პოეტები]]

მიმდინარე ცვლილება 11:59, 3 მაისი 2022 მდგომარეობით

ჰასან ჰელიმიში

ჰელიმიში ჰასან – (1907 – 1976), მხატვარი, პოეტი. დაიბადა სოფელ ორთახოფაში (თურქეთის ლაზეთი). 1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954 წლებში, როგორც არასანდო, „საეჭვო” პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი); 1961-1967 წლებში პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა; მისი ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა „ინტელექტის” მიერ პროექტ „100 ლექსის” ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.). ჰასან ჰელიმიშის საუკეთესო ნამუშევრები თავიანთი მხატვრულ-გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს. მისი ნამუშევრები დაცულია სარფის სა- შუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები