არმოცემენტი
(ახალი გვერდი: '''არმოცემენტი''' − (ლათ. arma აბჯარი, იარაღები და ძვ. ფრანგ. ciment საშე...) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
| − | |||
15:50, 4 მაისი 2022-ის ვერსია
არმოცემენტი − (ლათ. arma აბჯარი, იარაღები და ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი ღორღი < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება) − რკინაბეტონის განსაკუთრებული სახეობა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება წვრილი მავთულის ბადეებით დაარმირებული წვრილმარცვლოვანი ბეტონი (ზოგჯერ, დამატებით შეიძლება ღეროვანი არმატურით დაარმირებაც). ბადეების მავთულის დიამეტრია 0,5-1 მმ, ბადის უჯრედის მაქსიმალური ზომაა 10×10 მმ. ბადეები კონსტრუქციის სისქეში განლაგდება რამდენიმე ფენად, რომელთა შორის დაშორება აიღება 3-5 მმ, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ საკმარისად ერთგვაროვანი მასალა. არმოცემენტით აკეთებენ თხელ კონსტრუქციებს სისიქით 10-30 მმ (გარსები, ტალღოვანი კამარები, კონოიდები და სხვ.). არმოცემენტის დიდი უპირატესობაა ის, რომ პრაქტიკულად არ ხდება ბზარების გახსნა, რის გამოც შესაძლებელია სრულად გამოვიყენოთ არმატურის ბადის სიმტკიცე.