არქიტექტურული კომპოზიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Arqiteqturuli kompozicia.JPG|thumb|არქიტექტურული კომპოზიცია: მეტროპოლ პარ...)

14:55, 5 მაისი 2022-ის ვერსია

არქიტექტურული კომპოზიცია: მეტროპოლ პარასოლი, ქ. სევილია, ესპანეთის სამეფო

არქიტექტურული კომპოზიცია – განსაზღვრული ჩანაფიქრის მიხედვით შენობის იერის შერწყმა და დაკავშირება მის გარემომცველ გარემოსთან. მისი ძირითადი საშუალებებია: მასშტაბურობა, პროპორცია, რიტმი, კონტრასტი, ნიუანსი, სიმეტრია და ასიმეტრია. ამ მიმართებით ყველაზე ძველი ნაშრომია ძვ.წ. I საუკუნის რომაელი არქიტექტორის მარკ ვიტრუვიუს პოლიონის ტრაქტატი – „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“, რომელიც პრაქტიკულად ტექნიკური მეცნიერების ენციკლოპედიაა. ავტორის აზრით არქიტექტურა ძირითადად სამ დარგს მოიცავს, ესაა: სამშენებლო ტექნიკა და მშენებლობა (I-VIII წიგნი), დროის საზომი ხელსაწყოების შექმნა ((IX წიგნი) და მექანიკა, ანუ ტვირთ- და წყლის ასაწევი მანქანების, საალყო და სატყორცნი იარაღის დამზადება


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები