ასანთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: აალებული ასანთი '''ასანთი''' – მერქნისგან დამზად...) |
მიმდინარე ცვლილება 16:41, 5 მაისი 2022 მდგომარეობით
ასანთი – მერქნისგან დამზადებული პატარა ჩხირი, რომლის თავიც აალებადი ნივთიერებითაა დაფარული. აალება სხვა ნივთიერებაზე ხახუნის შედეგად ხდება. არსებობს ასანთის მრავალი სახეობა: მონადირის (ტენმედეგი), პარაფინის, სასუვენირო, სასიგნალო, სანთლის, სპეციალური, სტეარინის, უალო, უსაფრთხო, ქარისა და სხვ.