ტოლუოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტოლუოლი''' – (მეთილბენზოლი) (''ინგლ.'' toluene < ''ესპ.'' tolu ტოლუანური ბალ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:30, 10 მაისი 2022 მდგომარეობით
ტოლუოლი – (მეთილბენზოლი) (ინგლ. toluene < ესპ. tolu ტოლუანური ბალზამი, კოლუმბიის ქ. სანტიაგო დე ტოლუს სახელის მიხედვით) – არომატული უფერო თხევადი ნახშირწყალბადი, რომელიც შედის ქვანახშირის ფისის და ნავთობის შემადგენლობაში; გამოიყენება ორგანულ სინთეზში გამხსნელად, აგრეთვე, ფეთქებადი ნივთიერებების, საღებავების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში და სხვა.