არმატურის ბადე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ბადეები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ბადეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:13, 13 მაისი 2022 მდგომარეობით
არმატურის ბადე – რკინაბეტონის კონსტრუქციებში არმატურის ერთ-ერთი სახეობა. ბადის ღეროების დიამეტრის მიხედვით არსებობს არმატურის ბადე მძიმე და მსუბუქი. მძიმეს მიეკუთვნება ბადე, რომელსაც აქვს ერთი მიმართულებით 12 მმ და მეტი დიამეტრის ღეროები; მსუბუქს – გრძივი და განივი მიმართულებით ღეროები 3-10 მმ დიამეტრით. მუშა არმატურის განლაგების მიხედვით განასხვავებენ: ბადეებს მუშა არმატურით ერთი მიმართულებით და გამანაწილებელი არმატურით მეორე მიმართულებით და ბადეებს, მუშა არმატურით ორივე მიმართულებით. მზადდება არმატურის ბადე შემდეგი ტიპის:
- 1) მძიმე, მუშა არმატურით გრძივი მიმართულებით, რომლის დიამეტრი მეტია გამანაწილებელი არმატურის დიამეტრზე;
- 2) მძიმე, მუშა არმატურით ორივე მიმართულებით;
- 3) მძიმე, მუშა არმატურით განივი მიმართულებით, რომლის დიამეტრი მეტია გამანაწილებელი არმატურის დიამეტრზე;
- 4) მსუბუქი, განივი ღეროებით ბადის მთელ სიგანეზე;
- 5) მსუბუქი, შერეული განივი ღეროებით. ღეროების ერთმანეთთან გადაბმა ხდება წვრილი მავთულის ნასკვით ან შედუღებით.