ბადე რაბიცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბადე რაბიცა '''ბადე რაბიცა''' (ბერჰარდის ბადე) −...)

12:28, 13 მაისი 2022-ის ვერსია

ბადე რაბიცა

ბადე რაბიცა (ბერჰარდის ბადე) − (გერმ. Rabitzgewebe გერმანელი გამომგონებლის კარლ რაბიცას სახელის მიხედვით) – ლითონის წნული ერთმაგი ბადე ფოლადის მავთულისაგან ერთჯერადი გადახლართვით. უჯრედის ფორმის მიხედვით განასხვავებენ რომბულს (რომბის მახვილი კუთხე 60°) და კვადრატულს. ზედაპირის მიხედვით – საფარვლის გარეშე, მოთუთიებული მავთულისგან, პოლიმერული საფარვლით. გამოიყენება ტერიტორიის შემოსაღობად, თბოსაიზოლაციო სამუშაოებში, ნაპირსამაგრ ნაგებობებში, შახტებსა და საბადოებში სამთო გამონამუშევრების გასამაგრებლად, მდინარეების ნაპირებზე ჯებირების მოსაწყობად და სხვ. მომხმარებელს მიეწოდება დახვეული რულონების სახით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები