თაბაშირ-კირის ბათქაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თაბაშირ-კირის ბათქაში''' − სამშენებლო ბათქაში, რომლის შედგ...) |
15:10, 13 მაისი 2022-ის ვერსია
თაბაშირ-კირის ბათქაში − სამშენებლო ბათქაში, რომლის შედგენილობაში შედის: თაბაშირი, სამშენებლო კირი, წვრილფრაქციული ქვიშა, პერლიტი, წყალი და დანამატები. ზედაპირებზე დაიტანება ხელით ან პნევმატიკური გამფრქვევის მეშვეობით. გამოიყენება მხოლოდ ინტერიერებში გლუვი ზედაპირების მისაღებად (შემდეგი შეღებვისათვის). 1 სმ სისქის შემთხვევაში ხარჯია 11 კგ/მ2.