კაოლინის ბამბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კაოლინის ბამბა''' − მაღალტემპერატურული (1100-1250°C) თბოსაიზოლაცი...) |
13:21, 16 მაისი 2022-ის ვერსია
კაოლინის ბამბა − მაღალტემპერატურული (1100-1250°C) თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგში. სიმკვრივე 80 კგ/მ3. წარმოების ნედლეულია ტექნიკური თიხამიწა და კვარცის ქვიშა. მდგრადია ვიბრაციის მიმართ, ინერტული – წყლისა და წყლის ორთქლის მიმართ, აქვს მაღალი ელექტროსაიზოლაციო თვისებები, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება 700-800°C ტემპერატურამდე. მომხმარებელს მიეწოდება რულონების ან სხვადასხვა ფორმის ნაკეთობის სახით.