დაწნეხილი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დაწნეხილი ბეტონი“ გადაიტანა გვერდზე „დაშტამპული ბეტონი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დაშტამპული ბეტონი“ გადაიტანა გვერდზე „დაწნეხილი ბეტონი“ გადა...)

15:06, 17 მაისი 2022-ის ვერსია

დაწნეხილი ბეტონი

დაწნეხილი ბეტონი (დაშტამპული ბეტონი) − მონოლითური ბეტონის სახე, რომლის შემჭიდროება წარმოებს მასზე დიდი წნევით მოქმედი გარეგანი ძალის გავლენით. მაგ., გვირაბის ფარის ხერხით გაყვანისას მუდმივი სამაგრის აგების დროს ფარის უკანა ნაწილში – კუდში ეწყობა ლითონის სექციური ყალიბი და ამ ყალიბსა და ქანს შორის სივრცე ივსება ჩვეულებრივი ბეტონით. ამის შემდეგ ბეტონის მიმწოდებელი ხვრელები იკეტება და ფარის დომკრატების საშუალებით ბეტონი იწნეხება. სამაგრი ძლიერ მტკიცე გამოდის და სწრაფად იღებს სიმტკიცეს. გამოიყენება ბეტონი შემადგენლობით 1:2:3, რომლის ჯდომის კონუსის სიდიდეა არანაკლები 8-10 სმ და შემავსებელი მასალის მარცვლების დიამეტრი არ აღემატება 35 მმ-ს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები