კერპთაყვანისმცემლობა
(ახალი გვერდი: '''კერპთაყვანისმცემლობა''' - კერპთთაყვანისცემა ისეთი ცრუ რელი...) |
13:02, 15 მარტი 2017-ის ვერსია
კერპთაყვანისმცემლობა - კერპთთაყვანისცემა ისეთი ცრუ რელიგიაა, როცა ღმერთებად წარმოიდგენენ თავიანთი ხელით ნაკეთებ ქანდაკებებს. აზომ არიან-ქართლიდან (ანუ „ძველი იბერიიდან“) გადმოიტანა ოქროსა და ვერცხლის ორი კერპი - გაც და გაიმ. შემდეგ ფარნავაზ მეფემ ააგო უზარმაზარი კერპი არმაზისა. სხვადასხვა წარმართმა მეფეებმა იმ კერპებს მიამატეს ზადენის, აინინას, დანინას და სხვა კერპები, რომელნიც წმიდა ნინოს ლოცვით უფალმა დაამსხვრია მე-4 საუკუნეში. (იხ. „არიან-ქართლი“)
რაკი ადამიანები გაიფანტნენ დედამიწის ზურგზედ სხვადასხვა კუთხისაკენ და მოსპეს ერთმანეთში კავშირი და მისვლა-მოსვლა, თანდათან დაივიწყეს მათ, რაც გაეგონათ და ესწავლათ ღმერთზე თავიანთი წინაპრებისაგან. ჭეშმარიტი ღმერთის მაგივრად მათ დაუწყეს თაყვანისცემა სხვადასხვა ზეციურ და ქვეყნიერ ქმნილებათ. ზოგმა ღმერთად აირჩია მნათობნი ცისანი: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ზოგმა თაყვანისცემა დაუწყო ცხოველებს: ხარს, გველს, მაიმუნსა და სხვებს. ზოგმა მუხლი მოუდრიკა მდინარეებს, ზღვებს, ტბებს, ცეცხლს, ქარსა და კიდევ მრავალ სხვა საგანსა.
ხშირად რომ მოეგონებინათ თავიანთი ღმერთები, ადამიანებმა იწყეს მათი გამოხატვა ხეებზე, გამოქანდაკება ქვაზე, სპილენძზე, ვერცხლზე, და ოქროზე, და დაუწყეს ამ ქანდაკებებს თაყვანისცემა, როგორც ღმეთებს. რადგანაც ამნაირ ქანდაკებას ჰქვია კერპი, ამიტომ მისდამი ლოცვასა და ვედრებას სახელად დაერქვა კერპთაყვანისცემა.
როცა კერპთაყვანისცემა მოედო მთელი დედამიწის ზურგს და ყველა ხალხმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, უფალმა ინება, რომ ქვეყანაზე ყოფილიყო ერთი ხალხი მაინც, რომელსაც ეცოდინებოდა იგი, თაყვანს სცემდა მას, ეხსომებოდა აღთქმა მაცხოვრის მოსვლაზე და შემდგომში ჭეშმარიტ სარწმუნოებას გაავრცელებდა კერპთაყვანისმცემლებშიაც. ღმერთმა გადაწყვიტა, წარმოედგინა ამისთანა ხალხი ერთი ღვთისნიერი და კეთილმსახური კაცისაგან, რომელსაც აბრამი ერქვა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ძველი აღთქმა, დაბადება