სილიკატური ბეტონი
(ახალი გვერდი: '''სილიკატური ბეტონი''' − ბეტონის სახეობა, რომელიც მიიღება კი...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
+ | [[კატეგორია:ბეტონის სახეობები]] | ||
[[კატეგორია:ბეტონი]] | [[კატეგორია:ბეტონი]] |
12:21, 19 მაისი 2022-ის ვერსია
სილიკატური ბეტონი − ბეტონის სახეობა, რომელიც მიიღება კირკაჟმიწოვანი მჭიდა ნივთიერების, არაორგანული შემვსებისა და წყლისაგან შედგენილი ნარევის ავტოკლავში თბოტენიანი დამუშავებით. ორთქლით დამუშავების პროცესში ნარევი მყარდება (მასში ჰიდროსილიკატებისა და კალციუმის სხვა ნაერთების წარმოქმნის შედეგად) და იძენს სიმტკიცეს კუმშვისას 60 მპა-მდე, ან ზოგჯერ მეტსაც. სილიკატური ბეტონის დამზადებისას მჭიდა ნივთიერებად იყენებენ ჰაერრკინის ან ჰიდრავლიკური რკინისა და სილიციუმის ორჟანგის შემცველი მასალის (კვარცის ქვიშა, ვულკანური ქანი და სხვ.) წმინდად დაფქულ ნარევს, შემვსებად კი ბუნებრივ ან ხელოვნურ (კარბონატულ, წიდისა და სხვ.) ქვიშას, აგრეთვე მსხვილ შემვსებს. თავისი თვისებებით სილიკატური ბეტონი უახლოვდება პორტლანდცემენტის საფუძველზე დამზადებულ ბეტონს (სიმკვრივე 1800-2200 კგ/მ3, ყინვამედეგობა – 75-200 ციკლი).