ცეცხლგამტარი ზონარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცეცხლგამტარი ზონარი“ გადაიტანა გვერდზე „ბიკფორდის ზონარი“) |
14:32, 20 მაისი 2022-ის ვერსია
ცეცხლგამტარი ზონარი – ბიკფორდის ზონარი, ცეცხლის იმპულსის გადაცემის საშუალება დროის გარკვეულ შუალედში კაპსულდეტონატორის ან დენთის მუხტის ასამუშავებლად.
შედგება დენთის შუაგულისა და წყალგაუმტარი დაფარვის მრავალფენიანი გარსისგან. ცეცხლგამტარი ზონარის დიამეტრია 5-6 მმ, წვის სიჩქარე დაახლოებით 10 მმ/წმ (წყალქვეშ, 5 მ სიღრმემდე, მეტი სისწრაფით იწვის).
გამოიგონა 1831 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უ. ბიკფორდმა.