ბლოკ-ფორმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბლოკ-ფორმა''' # სივრცითი კონსტრუქცია, რომელიც შედგება ფოლად...) |
მიმდინარე ცვლილება 11:13, 23 მაისი 2022 მდგომარეობით
ბლოკ-ფორმა
- სივრცითი კონსტრუქცია, რომელიც შედგება ფოლადის ფარების, კარკასის, სამაგრებისა და მოწყობილობებისგან, ცალკე მდგარი კონსტრუქციების (საძირკვლები, კოლონები) დასაბეტონებლად. მონტაჟი და დემონტაჟი ხორციელდება ამწე მექანიზმების მეშვეობით;
- ჰორიზონტალური სივრცითი კონსტრუქცია მსუბუქი სამშენებლო ბლოკების ფორმირებისათვის. შედგება უჟანგავი ფოლადის ფურცლებისაგან მოპირკეთებული კამერის, თერმოდანადგარის, ჩასატვირთი, გამოსაგდები და კამერის დასახური მოწყობილობებისგან. კამერა მუშაობს საფეხუროვანი ტექნოლოგიური პროცესის პრინციპით, რომელიც მთავრდება მოცემული ზომის ბლოკის (ბლოკების) დამზადებით.