გათბობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გათბობა''' – სათავსში ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევა და შ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:12, 24 მაისი 2022 მდგომარეობით
გათბობა – სათავსში ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევა და შენარჩუნება იმ დონეზე, რომელიც პასუხობს საყოფაცხოვრებო თბური კომფორტის ან ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნებს. გათბობის ქვეშ იგულისხმება აგრეთვე ამ ფუნქციის შემსრულებელი მოწყობილობები და სისტემები. მშენებლობაში გამოყენებულია გათბობის შემდეგი სახეები: ადგილობრივი, აირული, ელექტრული, ელექტრორკალური, თბური ტუმბოებით, კალორიფერული, კონვექციური, მაზუთიანი, ორთქლით, ორთქლწყლით, რეცერკულაციური, სხივური, უშუალო, ღუმლით, ცენტრალური, წყლით, ჰაერით და სხვ.