გალიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: გალიტი '''გალიტი''' – (ბერძ. háls მარილი), ქვამარილი, უ...) |
16:47, 24 მაისი 2022-ის ვერსია
გალიტი – (ბერძ. háls მარილი), ქვამარილი, უფერო, გამჭვირვალე, იშვიათად მოწითალო ან ლურჯი მინერალი NaCl. სიმკვრივე 2100-2300 კგ/მ3. ბუნებაში წარმოიქმნება ე.წ. მარილოვანი ქანების სახით – ლაგუნებისა და მარილოვანი ტბების დანალექებით. გაწმენდილი სახით არის სუფრის მარილი. გამოიყენება სოდის, ქლორის, მარილმჟავასა და ნატრიუმის მარილების მისაღებად.