გაჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გაჯი''' – ჰაერული შემკვრელი ნივთიერება, რომელიც მიიღება ბუნ...) |
14:18, 25 მაისი 2022-ის ვერსია
გაჯი – ჰაერული შემკვრელი ნივთიერება, რომელიც მიიღება ბუნებრივი თიხათაბაშირიანი ქანებისაგან, 150-250°C ტემპერატურაზე გამოწვით. სიმკვრივე – 800-1000 კგ/მ3; სიმტკიცე კუმშვაზე 20 მპა-მდე. შეკვრის დასაწყისია 3-5 წუთი, ხოლო დასასრული 30-40 წუთი. გაჯისგან მზადდება სალესი და წყობის დუღაბები და სამშენებლო ნაკეთობები. გაჯის ტრანსპორტირება და შენახვა აუცილებელია დახურული ტარით, რადგან ტენის მოქმედებით კარგავს აქტივობას;