ელექტრული გენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ელექტრული გენერატორი''' – მოწყობილობა სხვადასხვა სახის ენ...) |
11:34, 27 მაისი 2022-ის ვერსია
ელექტრული გენერატორი – მოწყობილობა სხვადასხვა სახის ენერგიის (მექანიკური, ქიმიური, სითბური, სინათლის) ელექტრულად გარდასაქმნელად. თითქმის მთელი ენერგია, რომელიც გამოიყენება სახალხო მეურნეობაში, მიიღება მექანიკური ენერგიის გარდაქმნის შედეგად. ქიმიური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულად გალვანური ელემენტებით, სითბური უშუალოდ ელექტრულად – თერმობატარეებში და მაგნიტოჰიდროდინამიკურ გენერატორებში, სინათლის ენერგია – ფოტოელემენტებში.