კვანტური გენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კვანტური გენერატორი''' – საერთო დასახელება ელექტრომაგნიტუ...) |
11:36, 27 მაისი 2022-ის ვერსია
კვანტური გენერატორი – საერთო დასახელება ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებისა, რომლებიც მუშაობენ ატომებისა და მოლეკულების იძულებით გამოსხივებაზე (ამ პრინციპის თეორია დაამუშავა ა. ეინშტეინმა). გამოსხივებული ტალღის სიგრძეზე დამოკიდებულებით, კვანტური გენერატორის სახელებია: მაზერი (მიკროტალღური დიაპაზონი), ლაზერი (ოპტიკური დიაპაზონი), რაზერი (რენტგენული დიაპაზონი) და გაზერი (გამა-დიაპაზონი).