გეობადე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გეობადე''' – რულონური მასალები უჯრედოვანი სტრუქტურით, რომლ...) |
12:14, 27 მაისი 2022-ის ვერსია
გეობადე – რულონური მასალები უჯრედოვანი სტრუქტურით, რომლის ელემენტები (მაღალი სიმტკიცის თოკი ან თოკის ძნული) დაკავშირებულია ერთმანეთთან გადახლართვით ან დაწნეხით. არსებობს კომპოზიციური გეობადე დამზადებული არაქსოვილური მასალებისაგან (პოლიმერული ძაფი ან ლენტი), რომლებსაც ახასიათებთ მაღალი სიმტკიცე და მცირე დეფორმადობა. გამოიყენება სუსტი გრუნტების, ავტოგზების, რკინიგზის ვაკისების, აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დასაარმირემლად, აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციებისა და ჰიდრონაგებობების განმტკიცებისათვის, ნავთობისა და გაზის მილსადენების საიზოლაციო შრის დაარმირებისათვის და სხვ.