სატრანსპორტო გვირაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სატრანსპორტო გვირაბი '''სატრანსპორტო გვი...) |
მიმდინარე ცვლილება 16:05, 27 მაისი 2022 მდგომარეობით
სატრანსპორტო გვირაბი – გვირაბი, რომლის დანიშნულებაა საავტომობილო, სარკინიგზო და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის (მაგ., მატარებლები მაგნიტურ ან საჰაერო ბალიშზე) გატარება. არსებობს ჩვეულებრივი და შეთავსებული (მაგ., საავტომობილო და სარკინიგზო ერთად). ზოგჯერ ასეთ გვირაბებში ორგანიზაციას უკეთებენ საფეხმავლო და საველოსიპედო მოძრაობას. სატრანსპორტო გვირაბს მიეკუთვნება აგრეთვე, გვირაბები სამრეწველო და ჰიდრო-ტექნიკურ კომპლექსებში, დიდი ქალაქების აეროპორტების, სავაჭრო ცენტრების, ავტო- და რკინიგზის სადგურების მისადგომებთან და სხვ.