გლუკოზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გლუკოზა''' – ორგანული ნაერთი, მონოსაქარიდი ჰექსოზების ჯგუფ...) |
12:27, 30 მაისი 2022-ის ვერსია
გლუკოზა – ორგანული ნაერთი, მონოსაქარიდი ჰექსოზების ჯგუფიდან, უფერო კრისტალური ნივთიერება სუნის გარეშე. გვხვდება ხილისა (ყურძენი), კენკროვნების წვენსა და თაფლში. ის ცოცხალი ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი ენერგეტიკული წყაროა. ქიმიური ფორმულა C6H12O6; სიმკვრივე – 1540 კგ/მ3. გლუკოზა დეპონირდება მცენარეებში ხდება სახამებლის სახით, ხოლო გლუკოზის პოლიმერი – ცელულოზა წარმოადგენს მცენარეთა უჯრედოვანი გარსის ძირითად შემადგენელს.