გუმბათი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:GumbaTi.jpg|thumb|150პქ|სანტა მარია დელ ფორეს ტაძრის გუმბათი. <br />ბრუნელესკი, ფლორენცია 1420-1436 წ.]] | [[ფაილი:GumbaTi.jpg|thumb|150პქ|სანტა მარია დელ ფორეს ტაძრის გუმბათი. <br />ბრუნელესკი, ფლორენცია 1420-1436 წ.]] | ||
| − | '''გუმბათი''' - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „[[თაღი]]“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად. | + | '''გუმბათი''' - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „[[თაღი]]“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად. ვერტიკალური დატვირთვებისგან გუმბათის კონსტრუქციებში წარმოიშობა მკუმშავი ძალები, ხოლო საყდენებზე – განმბჯენი. გუმბათი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ სივრცით კონსტრუქციას, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამოქალაქო და რელიგიური დანიშნულების ნაგებობებში უძველესი დროიდან. მასალა, რომლისგანაც ამზადებენ გუმბათებს, გავლენას ახდენს კონსტრუქციულ სქემაზე და აგების მეთოდებზე. |
| + | [[ფაილი:Geodeziuri gumbati.JPG|thumb|მარცხნივ|გეოდეზიური გუმბათი დიამეტრით D ≈ 188 მ, აწევის ისა-რი ƒ ≈ 67 მ, ქ. ნაგოია, იაპონია]] | ||
| + | ძველი რომიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე გუმბათის ასაგებად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა, ბოლო ასწლეულში კი გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა [[რკინაბეტონი|რკინაბეტონმა]] (მალით 100 მ-მდე), ლითონმა და დაწებებულმა მერქანმა (მალით > 100 მ). გუმბათის მოხაზულობა დამოკიდებულია არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებზე, მასალის სახეობაზე, ელემენტების ტიპიზაციაზე, დამზადების სიმარტივეზე, ტრანსპორტირებასა და კონსტრუქციის მონტაჟზე. გუმბათის გარსი ითვლება დამრეცად, თუ აწევის ისრის ფარდობა დიამეტრთან ƒ/D ≤ 0,2. გუმბათისმოქმედი დატვირთვების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლი, ტექნოლოგიური დატვირთვები და ქარი. უმბათის გაანგარიშების მეთოდიკა დამოკიდებულია გარსისა და დატვირთვის სახეობაზე. დატვირთვა გუმბათზე შეიძლება მოქმედებდეს ღერძულ-სიმეტრიულად ან არასიმეტრიულად. პირველს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, აგრეთვე, როგორც ვარიანტი, თოვლის თანაბარგანაწილებული დატვირთვა და სიმეტრიულად განლაგებული შეკიდებული მოწყობილობების წონა; მეორეს – ქარის დატვირთვა; როგორც ვარიანტი – ცალმხრივი თოვლისა და სიმეტრიული მოწყობილობების მასა. კონსტრუქციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ანსხვავებენ წიბოვან, წიბოვან-რგოლურ და ბადისებრ გუმბათებს. ნებისმიერი, ამ სახის გუმბათებიდან, შედგება წიბოების სისტემისგან (კარკასი), საყრდენი რგოლებისაგან და შემომფარგვლელი კონსტრუქციებისაგან – ფენილი, შემოსვა, [[პანელი]]. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩართული იყოს კარკასის მუშაობაში. არსებობს აგრეთვე სხვა სახის გუმბათებიც, როგორებიცაა თხელკედლიანი და ფულერის გუმბათ-გარსები, გეოდეზიური გუმბათები და სხვ. | ||
====გუმბათს სახეები==== | ====გუმბათს სახეები==== | ||
| ხაზი 15: | ხაზი 17: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[[ქოლგისებრი გუმბათი]] | [[ქოლგისებრი გუმბათი]] | ||
| + | |||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] | [[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:არქიტექტურული ელემენტები]] | [[კატეგორია:არქიტექტურული ელემენტები]] | ||
14:55, 31 მაისი 2022-ის ვერსია
გუმბათი - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად. ვერტიკალური დატვირთვებისგან გუმბათის კონსტრუქციებში წარმოიშობა მკუმშავი ძალები, ხოლო საყდენებზე – განმბჯენი. გუმბათი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ სივრცით კონსტრუქციას, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამოქალაქო და რელიგიური დანიშნულების ნაგებობებში უძველესი დროიდან. მასალა, რომლისგანაც ამზადებენ გუმბათებს, გავლენას ახდენს კონსტრუქციულ სქემაზე და აგების მეთოდებზე.
ძველი რომიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე გუმბათის ასაგებად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა, ბოლო ასწლეულში კი გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა რკინაბეტონმა (მალით 100 მ-მდე), ლითონმა და დაწებებულმა მერქანმა (მალით > 100 მ). გუმბათის მოხაზულობა დამოკიდებულია არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებზე, მასალის სახეობაზე, ელემენტების ტიპიზაციაზე, დამზადების სიმარტივეზე, ტრანსპორტირებასა და კონსტრუქციის მონტაჟზე. გუმბათის გარსი ითვლება დამრეცად, თუ აწევის ისრის ფარდობა დიამეტრთან ƒ/D ≤ 0,2. გუმბათისმოქმედი დატვირთვების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლი, ტექნოლოგიური დატვირთვები და ქარი. უმბათის გაანგარიშების მეთოდიკა დამოკიდებულია გარსისა და დატვირთვის სახეობაზე. დატვირთვა გუმბათზე შეიძლება მოქმედებდეს ღერძულ-სიმეტრიულად ან არასიმეტრიულად. პირველს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, აგრეთვე, როგორც ვარიანტი, თოვლის თანაბარგანაწილებული დატვირთვა და სიმეტრიულად განლაგებული შეკიდებული მოწყობილობების წონა; მეორეს – ქარის დატვირთვა; როგორც ვარიანტი – ცალმხრივი თოვლისა და სიმეტრიული მოწყობილობების მასა. კონსტრუქციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ანსხვავებენ წიბოვან, წიბოვან-რგოლურ და ბადისებრ გუმბათებს. ნებისმიერი, ამ სახის გუმბათებიდან, შედგება წიბოების სისტემისგან (კარკასი), საყრდენი რგოლებისაგან და შემომფარგვლელი კონსტრუქციებისაგან – ფენილი, შემოსვა, პანელი. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩართული იყოს კარკასის მუშაობაში. არსებობს აგრეთვე სხვა სახის გუმბათებიც, როგორებიცაა თხელკედლიანი და ფულერის გუმბათ-გარსები, გეოდეზიური გუმბათები და სხვ.
გუმბათს სახეები
- ცრუ გუმბათი – გუმბათი, რომელიც არ იწვევს განბრჯენას და რომელსაც ქმნის ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების თანმიმდევრული წინ წამოწევა.
- ბოლქვისებრი გუმბათი – ფორმის მიხედვითჰგავს ბოლქვს და ჩვეულებრივ ეყრდნობა ცილინდრული გუმბათის ყელს გავრცელებულია რუსულ ხუროთმოძღვრებაში.
- აფრიანი გუმბათი – აფრებზე დაყრდნობილი გუმბათი.
- სფერული გუმბათი – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.
- სფერულ-კონუსური გუმბათი – განიკვეთში ისრული თაღის მოხაზულობის მქონე გუმბათი.
- კარვისებრი გუმბათი – პირამიდის ფორმის გუმბათი.
- მუზარადისებრი გუმბათი – კონუსის ფორმის გუმბათი.