კიდურწერტილოვანი დამწერლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Ishxani.JPG|thumb|კიდურწერტილოვანი დამწერლობა იშხნის მცირე ეკ...) |
12:17, 1 ივნისი 2022-ის ვერსია
კიდურწერტილოვანი დამწერლობა − ქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა, რომელშიც ასოთა კიდურებში, აგრეთვე ქარაქმის ხაზის ბოლოებში, დასმულია ღრმა წერტილები. ასეთი დამწერლობის უძველესი ნიმუშებია: იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე (1006 წ.), აგრეთვე იშხნის ტაძრის სამხრეთ კედელზე (1032 წ.) შესრულებული წარწერები. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კიდურწერტილოვანი წარწერებიანი ქართული ძეგლები XVIII საუკუნის ბოლომდე გვხვდება. ტერმინი „კიდურწერტილოვანი“ პირველად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა.