დარბაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მრავალმნიშვნელოვანი]] |
13:29, 1 ივნისი 2022-ის ვერსია
დარბაზი
- დარბაზი − ძვ. ტაძარი (VIII-XI საუკ.), სრა (XI საუკუნიდან), სასახლე (XV საუკუნიდან), „სამეფო დიდი სახლი” (საბა);
- დარბაზი − სასახლის ის ვრცელი ოთახი „სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე” (ივ. ჯავახიშვილი);
- დარბაზი − ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის გადახურვა დედაბოძზე დაყრდნობილ გუმბათისებრ კონსტრუქციას წარმოადგენს;
- დარბაზი − საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი, გათვალისწინებული კრებების, ლექციების, კონცერტებისა და მისთ. ჩასატარებლად;
- დარბაზი −ზალა, დიდი სასტუმრო ოთახი ბინაში;
- დარბაზი − ხატის ნაგებობა, რომელშიც მხოლოდ ხატის მსახურთ აქვთ შესვლის უფლება (ხევსურეთი);
- დარბაზი − იგივეა, რაც მაჟიბი (სვანეთი).