მაგნიტურ-ფხვნილიანი დეფექტოსკოპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''მაგნიტურ-ფ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:49, 7 ივნისი 2022 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

მაგნიტურ-ფხვნილიანი დეფექტოსკოპიდეფექტოსკოპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის დეტალის, შედუღების ნაკერის, ხვრეტის შიგა ზედაპირისა და მისთანთა გაკონტროლება საკონტროლო ზედაპირის უბნების (ან მთლიანად დეტალების) დამაგნიტებით წრიული ან გრძივი ველით, რომელსაც ქმნის დამამაგნიტებელი მოწყობილობა ან მუდმივი მაგნიტი. მუშაობის პრინციპი შემდეგია: ნაკეთობის საკონტროლო უბანზე დაეყრება მაგნიტური ფხვნილი (მშრალი მეთოდი) ან დაიტანება მაგნიტური სუსპენზია (სველი მეთოდი). მაგნიტური ველის გავლენით ფხვნილის (სუსპენზიის) ნაწილაკები შემჭიდროვდება ბზარის (ან სხვა დაზიანების) ირგვლივ და ექსპერიმენტატორი იღებს ვიზუალურ სურათს საკონტროლო უბანზე მასალაში არსებულ დაზიანებებზე. ეს მეთოდი გამოიყენება მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, მეტალურგიასა და მრეწველობის სხვა დარგებში.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები