ვენგე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ვენგეს ჯიშის ხის ფიცრები '''ვენგე''' − (ლათ. Millettia lauren...)

12:48, 9 ივნისი 2022-ის ვერსია

ფაილი:Example.png
ვენგეს ჯიშის ხის ფიცრები

ვენგე − (ლათ. Millettia laurentii) – ტროპიკული მერქნის იშვიათი და ძვირფასი ჯიში, რომელიც მიიღება ვენგეს ხისაგან. ხარობს აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც მისი ადგილობრივი დასახელებაა პანგა-პანგა. აქვს მუქი მოყავისფრო-ყვითელი ფერის მკვრივი (სიმკვრივე 800 კგ/მ3) მერქანი, მდგრადია ტენისა და ბიოლოგიური მავნებლების მიმართ. გამოირჩევა მსხვილი ბოჭკოვანი ერთგვაროვანი სტრუქტურით, დეკორატიულობით. ბოჭკოებში დიდი რაოდენობით აქვს მინერალური და ზეთოვანი ნივთიერებები, რაც აძნელებს მის მექანიკურ დამუშავებას, ამიტომ ვენგეს მერქანისგან დამზადებული ნაკეთობები ექვემდებარება გასანთვლას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები