ვინილაცეტატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვინილაცეტატი''' − (ინგლ. vinylacetate < ლათ. vinum (vini) ღვინო და acetum ძმარი), ძმა...) |
13:12, 13 ივნისი 2022-ის ვერსია
ვინილაცეტატი − (ინგლ. vinylacetate < ლათ. vinum (vini) ღვინო და acetum ძმარი), ძმარმჟავას რთული ვინილური ეთერი CH3COOCH=CH2; უფერო სითხე სუსტი ცრემლმდენი მოქმედებით;
დუღილის ტემპერატურა tდუღ = 73°C;
სიმკვრივე – 934 კგ/მ3;
ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას პოლივინილაცეტატის მიღებით და თანაპოლიმერიზაციას სხვა ვინილურ მონომერებთან ერთად. გამოიყენება პლასტმასების, ლაქებისა და წებოების დასამზადებლად.