ვისკოზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვისკოზა''' − (გვიანდ. ლათ. viscosus წებოვანი, მწებარე, ბლანტი < ლათ. viscu...) |
13:55, 13 ივნისი 2022-ის ვერსია
ვისკოზა − (გვიანდ. ლათ. viscosus წებოვანი, მწებარე, ბლანტი < ლათ. viscus ფრინველის წებო), ბლანტი მოყვითალო-ყავისფერი ხსნარი. მიიღება ცელულოზას დამუშავებით ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ნახშირბადის დისულფიდის ხსნარში დამუშავებით – მიღებული ტუტოვანი ცელულოზას დაყოვნებითა და შემდგომი დამუშავებით გოგირდნახშირბადში (CS2). ქიმიური ფორმულა – NaOH. გამოიყენება საფუძვლად ხელოვნური ბოჭკოსა და გამჭვირვალე ცელულოზას აფსკის დასამზადებლად.