თაბაშირის მჭიდა მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თაბაშირის მჭიდა მასალები''' – ჰაერული შემკვრელი მასალები, რ...) |
12:52, 15 ივნისი 2022-ის ვერსია
თაბაშირის მჭიდა მასალები – ჰაერული შემკვრელი მასალები, რომლებიც მიიღება ნახევრადწყლიანი ან უწყლო კალციუმის სულფატის საფუძველზე (ანჰიდრიტული შემკვრელები). ენერგეტიკული დამუშავების პირობების, ასევე შეკვრისა და გამაგრების სიჩქარის მიხედვით თაბაშირის მჭიდა მასალები იყოფა 2 ჯგუფად: დაბალგამოწვის (სწრაფმჭიდი და სწრაფგამყარებადი) – სამშენებლო და საყალიბე თაბაშირი, მაღალი სიმტკიცის თაბაშირი, თაბაშირ-ცემენტ-პუცოლანური შემკვრელები; მაღალგამოწვის (ნელამჭიდი და ნელაგამყარებადი) – ანჰიდრიტული ცემენტი, მაღალგამოწვის თაბაშირი.