თავისუფალი ეკონომიკური ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თავისუფალი ეკონომიკური ზონა''' − (ინგლ. Free Economic Zone), ქვეყნის ტერი...) |
13:20, 15 ივნისი 2022-ის ვერსია
თავისუფალი ეკონომიკური ზონა − (ინგლ. Free Economic Zone), ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო-ეკონომიკური ოპერაციებისათვის. მისთვის დამახასიათებელი ნიშანია თავისუფალი ან შეღავათიანი მეწარმეობა, რომელიც იძლევა უახლესი ტექნოლოგიის, ნოუ-ჰაუს შესაძენად საჭირო დროისა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ხელს უწყობს ვალუტის მოზიდვას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხარჯზე და ზრდის უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.