ორდერული თაღედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ორდერული თაღედი''' − კედელში გამმოყვანილი თაღური ღიობების ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:17, 15 ივნისი 2022 მდგომარეობით

ორდერული თაღედი − კედელში გამმოყვანილი თაღური ღიობების რიგი არქიტექტურული ორდერის გამოყენებით, რომელშიც ორდერს ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგული აქვს თავისი კონსტრუქციული დანიშნულება – ანტაბლემენტი წარმოადგენს კედლის ნაწილს და აღარ არის სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვის მზიდი ელემენტი. თვით სვეტები კი იქცევა ნახევარსვეტებად (პილასტრებად) და მზიდის ნაცვლად ასრულებენ დეკორატიულ ფუნქციას. ორდერული თაღედი ხდება პილონებზე განთავსებული თაღედის ტექტონიკური ერთობლიობა და ძირითად საყრდენებს შორის სივრცე ივსება ორდერული სვეტნარით. თუ შენობა ორი და მეტსართულიანია, მაშინ სვეტნარში გამოიყენება ორდერული სუპერპოზიცია. ორდერული თაღნარი რომაული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ფორმაა და გავრცელებული იყო, ძირითადად, რომის რესპუბლიკის პერიოდში (ძვ. წ. VI-I საუ-კუნეები).



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები