თიხნარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თიხნარი''' − (რუს. суглинок) – ფხვიერი თიხა-ქვიშის ჯდენადი მთის ქ...) |
14:52, 20 ივნისი 2022-ის ვერსია
თიხნარი − (რუს. суглинок) – ფხვიერი თიხა-ქვიშის ჯდენადი მთის ქანი, რომლის შემადგენლობაში 10-30% (მასის მიხედვით) თიხის ნაწილაკებია (ზომით ნაკლები 0,005 მმ-ზე), ხოლო დანარჩენი – ქანებისა და მინერალების სხვადასხვა ზომის ნატეხები. თიხნარი არსებობს უხეშქვიშიანი, წვრილქვიშიანი და მტვროვანი. ძირითადად გამოიყენება აგურ-კრამიტის წარმოებასა და სამშენებლო საქმეში.