კავი (ტვირთამწევი მანქანის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კავი '''კავი''' − ტვირთამწევი მანქანების ნაწ...) |
16:11, 24 ივნისი 2022-ის ვერსია
კავი − ტვირთამწევი მანქანების ნაწილი (დეტალი) ტვირთის ან ტვირთჩამჭერი მოწყობილობის ჩამოსაკიდად ამწევი მექანიზმის ბაგირზე ან ჯაჭვზე, აგრეთვე ტრაქტორისა და გამწესაგან წევის ძალის გადასაცემად მისაბმელზე. სატვირთო კავს ამზადებენ ერთ- და ორ-რქიანს, ფოლადისაგან ნაჭედს ან სხმულს, ფოლადის დატვიფრული ფირფიტებისაგან და სხვ. კავის ძირითადი პარამეტრები სტანდარტიზებულია.