კალციუმის კარბიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კალციუმის კარბიდი''' – კალციუმის ნაერთი ნახშირბადთან, გამჭ...) |
14:46, 27 ივნისი 2022-ის ვერსია
კალციუმის კარბიდი – კალციუმის ნაერთი ნახშირბადთან, გამჭვირვალე კრისტალები (CaC2); სიმკვრივე – 2210 კგ/მ3, დნობის ტემპერატურა – 2300°C. წყალთან ურთიერთობით წარმოშობს აცეტილენს. გაცხელებისას უერთდება აზოტს და ქმნის კალციუმის ციანამიდს CaCN2. გამოიყენება აცეტილენის, კალციუმის ციანამიდის მისაღებად და ტუტე მეტალების აღსადგენად.