კვადრიფორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სასტუმრო კა საგრედო, ქ. ვენეცია '''კვადრიფ...) |
12:47, 30 ივნისი 2022-ის ვერსია
კვადრიფორა − (იტალ. quadrifora < ლათ. quattuor ოთხი და foris კარს მიღმა, გარეთ < fores კარი), რომანულ-გოტიკური არქიტექტურის ეპოქის ოთხფრთიანი ფანჯარა, რომლის ღიობი ოთხ ნაწილადაა გაყოფილი შუა სვეტებით და დაგვირგვინებულია წრიული ან ისრისებრი მოხაზულობის თაღებით. განაპირა ფრთების თაღების ქუსლები ეყრდნობა შუა სვეტების ანალოგიურ ნახევარსვეტებს, ხოლო თაღების ზედა სივრცე შევსებულია დეკორატიული სამშვენისებით, გერბებით ან წრიული ნახვრეტებით.